საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რეზიდენტთა II კლინიკური კონფერენცია  „მედიცინა კლასიკურ საუნივერსიტეტო განათლებაში“

2 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტთა II კლინიკური კონფერენცია  „მედიცინა კლასიკურ საუნივერსიტეტო განათლებაში“ გაიმართება.

 

კონფერენცია პარალელურ რეჟიმში  2 დიდ სესიად წარიმართება 107 და 115 აუდიტორიებში. მოხსენებები წარმოდგენილია შემდეგ მიმართულებებში: უროლოგია, რეპროდუქტოლოგია, დერმატო-ვენეროლოგია, ენდოკრინოლოგია, კლინიკური ლაბორატორია, ინფექციური, სტომატოლოგია.

 

მომხსენებლები არ არიან შეზღუდული მოსახსენებელი თემის სფეროთი, თემა შეიძლება მოიცავდეს მეცნიერულ შტრიხებს, თანამედროვე კლინიკურ მიდგომებს, სიახლეებს, ან შესაძლებელია საინტერესო კლინიკური შემთხვევების გამოტანაც კონფერენციაზე.

 

კონფერენციის ორგანიზატორი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონფერენციის ჩატარების ინიციატორი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, კონფერენციის მხარდამჭერები არიან: საქართველოს უროლოგთა ასოციაცია საქართველოს ექიმთა ასოციაცია, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, საქართველოს იმპლატოლოგთა ასოციაცია, საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაცია.

 

კონფერენციაში მონაწილეობენ:  ლაურ მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი. პროფესორ იოსებ ჟორდანიას და პროფესორ არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი. შპს „კანვენი - კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი“. პროფესორ ვლადიმერ მარგველაშვილის სტომატოლოგიური კლინიკა.  ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი. ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა. ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი.  შპს „ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკა“ - ქ. თელავი.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა.

 

თარიღი: 30/05/2023